იერუსალიმში აღდგომის ტაძარში მორწმუნეები წმინდა ცეცხლის გარდამოსვლისთვის ემზადებიან. წმინდა ცეცხლს ჭეშმარიტების ნათელს უწოდებენ, რომელიც სიმბოლურად იესო ქრისტეს აღდგომას განასახიერებს. ის ტრადიციულად 13-დან 15 საათამდე პერიოდში, ლიტანიობის დაწყების შემდეგ ხდება.
იერუსალიმის პატრიარქმა თეოფილოს III-მ სამართალდამცველებს წერილობით მიმართა, არ შეზღუდონ ტაძარსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მორწმუნეთა რაოდენობა.
ყოველ წლიურად წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის რიტუალს 10 000-მდე ადამიანი ესწრება. თუმცა გასულ წლებში, კორონავირუსის პანდემიის გამო, მომლოცველთა მხოლოდ მინიმალური რაოდენობა დაუშვეს.