მზადება 26 მაისისთვის

მზადება საქართველოს დამოუკიდებლობის დღისთვის. თავისუფლების მოედანზე რეპეტიცია უკვე გაიმართა. მოსამზადებელ ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი ალექსანდრე კიკნაძე ხელმძღვანელობდა. დამოუკიდებლობის დღეს მთავარი ღონისძიება ფიცის დადების ცერემონია იქნება. საწყისი საბრძოლო მომზადების 288 რეკრუტი სამხედრო ფიცს თავისუფლების მოედანზე დადებს. თბილისის გარდა, ფიცის დადების ცერემონია რეგიონებშიც გაიმართება.

თბილისში, თავისუფლების მოედანზე და საქართველოს 12 ქალაქში სამხედრო ტექნიკა და შეიარაღება გამოიფინება.