კახეთში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნად ემზადებიან. თელავში დილიდან განახლდა სამუშაოები. ახლა ქალაქის მთავარ მოედანზე მონტაჟდება დეკორაციები და ეწყობა სხვადასხვა ტიპის სივრცეები. საზეიმო ღონისძიების პროგრამა ყველა ასაკის ადამიანისთვის, მათ შორის ბავშვებისთვისაც იქნება გათვლილი.