დღეიდან 8 ივნისის ჩათვლით, ტონინო გუერას სახელობის ღონისძიება ჩატარდება. დღეს „დავიწყებული ხეხილის ხეივანში“ საპატიო საზოგადო მოღვაწეების სახელზე ქართული დავიწყებული ხეხილის იშვიათი ნერგები დაირგო. დარგვის შემდეგ წიგნის, „არგონავტიკა, მედეა, მითი და ისტორია“ და ტონინო გუერას რომანის, „თბილი წვიმა“ პრეზენტაცია გაიმართა. მწვანე დღეების ფარგლებში, ხვალ ბოტანიკური ბაღის ღია სადღესასწაულო სივრცეში სიმონე ძანკინისა და ქართველი მუსიკოსების კონცერტი გაიმართება, ფესტივალის ბოლო დღეს კი, 8 ივნისს იმავე სივრცეში დათო ევგენიძის კონცერტი ჩატარდება. ღონისძიება ტრადიციულია. ყოველ წელს გამოჩენილი და საპატიო მოღვაწეების სახელობით მცენარეებს მათი შთამომავლები რგავენ.