ფარმაცევტული და კოსმეტიკური ინდუსტრიისთვის მცენარე კანაფის მოყვანა-დამზადების ლეგალიზებაზე საუბრობენ უკრაინაშიც. ინიციატივის ავტორი ქვეყნის აღმოსავლეთში მდებარე პატარა ქალაქის მერია. საკითხზე აზრი ორად იყოფა, თუმცა უკრაინაში სამრეწველო მიზნებისთვის კანაფი დიდი ხანია მოჰყავთ და კანონი ამას არ კრძალავს. რაც შეეხება სამედიცინო დანიშნულებით მის გამოყენებას, შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ამისთვის შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებებია აუცილებელი. ამჟამად ქალაქ გლუკივში მცენარე კანაფი 400 ჰექტარ ფართობზეა გაშენებული. ეს ერთადერთი ქალაქია პოსტსაბჭოთა სივრცეში, სადაც კანაფის სამედიცინო შესაძლებლობებს სპეციალურ კვლევით ცენტრში სწავლობენ.