დღეიდან ის ჰოსპიტლები, რომელთა თანამშრომლების 80% აცრილი იქნება – მწვანე ფერით მოინიშნება. ინიციატივა „ევექსი ჰოსპიტლებს“ ეკუთვნის. დღეს მწვანედ განათდა ფოთისა და იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტლები, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ სამედიცინო ცენტრებში პერსონალის 80% სრულად არის ვაქცინირებული.
კამპანია, რომელიც ვაქცინაციის მხარდაჭერის მიზნით ამოქმედდა, აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს და მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოს შექმნას ემსახურება. „ევექსი ჰოსპიტლები“ კიდევ ერთხელ მოუწოდებენ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს, მაქსიმალურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში.