მწერალთა სახლში მეფე თამარის ხსენების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
მწერალთა სახლში მეფე თამარის ხსენების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება „ეპოქა ქალის” გაიმართა.
საღამოზე კულტურისა და მეცნიერების სხვადასხვა სფეროში მოღვაწე 20-მდე ქალს სპეციალური ჯილდოები გადაეცათ.
ღონისძიება თბილისის მერიის, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის და საქართველოს მწერალთა კავშირის თანადგომით შედგა.
საღამოს კულტურის სფეროში მოღვაწე უცხოელი ხელოვანებიც ესწრებოდნენ.