მუზეუმის კონცეფცია ყოფილი საავადმყოფოს ტერიტორიაზე

ყოფილი „მიხაილოვის საავადმყოფოს“ ტერიტორიაზე მუზეუმი აშენდება. ეს იქნება თანამედროვე ტიპის სივრცე, სადაც საგანმანათლებლო და სამეცნიერო მიმართულებები გაერთიანდება. მოეწყობა ბიბლიოთეკა, გამომცემლობა, საგამოფენო დარბაზი და გასართობი ზონები. აღნიშნულთან დაკავშირებით, მსოფლიოს წამყვანი არქიტექტურული კომპანიებისა და სტუდიების წარმომადგენლებთან, ბიზნესმენმა, შალვა ბრეუსმა გამართა შეხვედრა. მშენებლობაში მონაწილეობას მსოფლიოს წამყვანი არქიტექტურული კომპანიები მიიღებენ, რომელთა წარმომადგენლები თბილისში იმყოფებიან. ამ ეტაპისთვის ექვსი კომპანიაა შერჩეული, გამარჯვებული ნოემბერში გამოვლინდება, მშენებლობა კი 2023 წელს დაიწყება. პროექტი 5 წლის განმავლობაში 30 მილიონი ლარის ინვესტირებას ითვალისწინებს.