არასამთავრობო ორგანიზაციის „მუზეუმელთა ალიანსის“ პირველი ყრილობა გაიმართა „ექსპო ჯორჯიაში“. შეხვედრას წევრები და დელეგატები მთელი საქართველოდან ესწრებოდნენ, როგორც კულტურის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი, ისე რეგიონული და კერძო მუზეუმებიდან. მონაწილეებმა ისაუბრეს დარგში მიმდინარე პროცესებზე, გამოწვევებისა და სამინისტროს ხედვაზე. ასამბლეაზე შეჯამდა განხორციელებული რეფორმები და პროექტები. დაისახა სამუზეუმო სფეროს სამომავლო გეგმები.