მუზეუმელთა ალიანსის ყოველწლიური ყრილობა შალვა ამირანაშვილის იუბილეს მიეძღვნა. ალიანსმა მესამე ყრილობაზე, ტრადიციულად საუკეთესო მუზეუმელები დააჯილდოვა. ასამბლეაში, რომელსაც გიორგი ჩიტაიას სახელობის თბილისის ეთნოგრაფიულმა მუზეუმმა უმასპინძლა, საქართველოს 200 მუზეუმის 500-მდე თანამშრომელმა მიიღო მონაწილეობა. ღონისძიებაზე საზეიმოდ გამოვლინდა სამი „საუკეთესო მუზეუმელი“, რომელთაც კულტურის სამინისტროს მიერ 2022 წელს დაფუძნებული უწყებრივი ჯილდო გადაეცათ. ვერცხლის სამკერდე ნიშანთან ერთად საუკეთესო მუზეუმელებს გადაეცათ ფულადი ჯილდოც.