ხელოვნების მუზეუმის შენობის ბედი

თბილისის ისტორიული მუზეუმი დანგრევის პირასაა.

კულტურის სამინისტრო შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში არსებული ექსპონატების საცავების სხვა შენობაში გადატანას აპირებს. გადაწყვეტილებას წულუკიანის უწყება ექსპერტიზის დასკვნით ამყარებს, რომლის მიხედვით დეფორმაციის და რღვევის გამო მუზეუმის გარკვეული ნაწილი გამაგრებას აღარ ექვემდებარება და შენობა სეისმური მედეგობის სტანდარტებს ვეღარ აკმაყოფილებს. თანამშრომლებმა ჯერ არ იციან, რა ალტერნატიული ადგილი შეირჩა უნიკალური ექსპონატების და ფონდების შესანახად. უცნობია ისიც, რა ბედი ეწევა პუშკინის ქუჩაზე მდებარე ორ საუკუნოვანი ისტორიის მქონე შენობას, სადაც როგორც სპეციალისტები ამბობენ, ნგრევის პროცესი გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან დაიწყო.

გენო ოსიყმაშვილი მუშაობდა თემაზე.