მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, კულტურის სამინისტრომ პირველად გასცა სამუზეუმო პრემიები. საქართველოს წამყვანი მუზეუმების ინიციატივით დაწესებული სამუზეუმო პრემიები გადაეცათ პროფესორებს: ვახტანგ ჯაფარიძეს, თამილა ცაგარეიშვილს, ნათელა ვაჩნაძეს. სიკვდილის შემდეგ პრემიის ლაურეატები გახდნენ ხელოვნების მუზეუმის საგანძურის მთავარი მცველი ელენე კავლელაშვილი და მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დამაარსებელი გივი ელიავა. კულტურის სამინისტრომ მადლობის სიგელებით დააჯილდოვა ადამიანები, რომლებმაც კუთვნილი მნიშვნელოვანი ექსპონატები საქართველოს მუზეუმებს საჩუქრად გადასცეს. სამუზეუმო პრემია წელიწადში ერთხელ გაიცემა.