მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთში ექსტრადირების საკითხის განხილვა დღეს განახლდება
დემირელის კოლეჯის მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთში ექსტრადირების საკითხის განხილვა დღეს განახლდება. პროცესი 6 თებერვალს უნდა გამართულიყო, თუმცა, მოსამართლემ გაიზიარა დაცვის მხარის შუამდგომლობა, რომლის მიხედვითაც, ადვოკატებმა პროკურატურის შუამდგომლობაზე წერილობითი და არგუმენტირებული პოზიციის წარსადგენად სასამართლოს გონივრული ვადა სთხოვეს.
გარდა ამისა, მოსამართლემ განმარტა, რომ ამ საქმეზე შესულია სახალხო დამცველის, საია-ს თავმჯდომარისა და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის დირექტორის სასამართლოს მეგობრის პოზიციები, რაც საკმაოდ მოცულობითია და მას არგუმენტების გასაცნობად დრო სჭირდება.