მუსლიმური ქვეყნები საფრანგეთის პრეზიდენტის წინააღმდეგ  

საფრანგეთთან მსოფლიოს მუსლიმური ქვეყნების უთანხმოება ყოველდღიურად ღრმავდება. ათეულობით ათასი მუსლიმი ემანუელ მაკრონის განცხადებას აპროტესტებს იმის შესახებ, რომ „ისლამი კრიზისშია“ და „ისლამური სეპარატიზმი საფრთხეს წარმოადგენს“.

დაძაბულობა განსაკუთრებით ფრანგი მასწავლებლის, სამუელ პატის მკვლელობამ გააძლიერა, რომელიც ჩეჩნური წარმოშობის ახალგაზრდამ მუსლიმთა წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურის ჩვენებისთვის მოკლა. მუსლიმური ქვეყნები საფრანგეთს ბოიკოტს უცხადებენ და ქვეყნის ხელისუფლებისგან ბოდიშს ითხოვენ.