მასშტაბური პროტესტი საფრანგეთში – „მოამბე“ პარიზიდან

18:46, 05.11.2026

საყოველთაო გაფიცვა და საპროტესტო აქციები – საფრანგეთში ვითარება დაძაბულია.

პარიზში მასშტაბური დემონსტრაცია მიმდინარეობს. პოლიციამ რამდენიმე არასანქცირებული მსვლელობა უკვე დაშალა. შეტაკებებია ცალკეულ უბნებსა და ქვეყნის სხვადსხვა ქალაქში. საფრანგეთში საყოველთაო გაფიცვისა და საპროტესტო აქციების ფონზე ვითარება დაძაბულია. დედაქალაქში მიმდინარე მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო და ვოლტერის ბულვარის გავლით ერის მოედნამდე გრძელდება. რესპუბლიკის მოედნის მიმდებარე ქუჩებში პოლიციისა და ჟანდარმერიის ტექნიკაა განლაგებული, დამონტაჟებულია სპეციალური ბარიერები.

„მოამბის“ გადამღები ჯგუფი მუშაობს პარიზში.

მსგავსი