მასშტაბური პროტესტი საფრანგეთში
საყოველთაო გაფიცვა და საპროტესტო აქციები – საფრანგეთში ვითარება დაძაბულია.
პარიზში მასშტაბური დემონსტრაცია მიმდინარეობს. პოლიციამ რამდენიმე არასანქცირებული მსვლელობა უკვე დაშალა. შეტაკებებია ცალკეულ უბნებსა და ქვეყნის სხვადსხვა ქალაქებში. საფრანგეთში საყოველთაო გაფიცვისა და საპროტესტო აქციების ფონზე ვითარება დაძაბულია. დედაქალაქში მიმდინარე მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო და ვოლტერის ბულვარის გავლით ერის მოედნამდე გრძელდება. რესპუბლიკის მოედნის მიმდებარე ქუჩებში პოლიციისა და ჟანდარმერიის ტექნიკაა განლაგებული, დამონტაჟებულია სპეციალური ბარიერები.
„მოამბის“ გადამღები ჯგუფი მუშაობს პარიზში.