თელავში, ქართველი პიანისტის, ელისო ვირსალაძის მიერ დაფუძნებული მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი 40 წლის იუბილეს აღნიშნავს. პირველ საფესტივალო საღამოს მსმენელის წინაშე წარდგნენ ვირტუოზი მევიოლინე სვეტლინ რუსევი, პიანისტი ანდრეა ლუკეზინი და ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, არიელ ცუკერმანის დირიჟორობით. საიუბილეო ღონისძიებები თელავში 29 სექტემბრამდე გაგრძელდება და ელისო ვირსალაძის კონცერტით დასრულდება.