მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა თელავში. ერთკვირიანი პროგრამა მოიცავდა კონცერტებს, მასტერკლასებსა და საუბრებს მუსიკაზე. დასკვნით საღამოზე მსმენელის წინაშე სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, ელისო ვირსალაძე წარდგა. თეატრის ფოიეში მხატვარ დიმიტრი ანთაძის პერსონალური გამოფენაც გაიხსნა. ელისო ვირსალაძის მიერ, მე-20 საუკუნის 80-იან წლებში დაარსებული ფესტივალი, 2010 წელს განახლდა და მას შემდეგ ყოველწლიურად იმართება საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით.