ევროკომისიის ცხრა რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით, სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა ორ კვირაში გაიმართება. პროცესში სრულიად საპარლამენტო ოპოზიცია მონაწილეობს, გარდა მამუკა ხაზარაძის პარტიისა. ის ოპოზიციიდან ერთადერთია, რომელმაც პროცესს ბოიკოტი გამოუცხადა. პარტიაში მიიჩნევენ, რომ სამუშაო ჯგუფი ფარსი და მმართველი გუნდის მიერ იმიტირებულია, ამიტომ საკუთარ ალტერნატიული გეგმაზე საუბრობენ. მმართველი გუნდი „ლელოს“ დესტრუქციულ ქმედებებში ადანაშაულებს. რაც შეეხება სხვა პარტიებს, ოპოზიცია ხელისუფლების მხრიდან ევროკომისიის ცხრა პუნქტის შესრულების პროცესს მართალია სკეპტიკურად უყურებს, მაგრამ ყველა სამუშაო ფორმატში აქტიურ ჩართვას აანონსებს. სწორედ ცხრა ახალი რეკომენდაციის შესრულებაზეა დამოკიდებული, დაიწყება თუ არა ევროკავშირის წევრობაზე საქართველოსთან მოლაპარაკებები.