„მუშა, რომელიც ჯერ არ მომკვდარა, მე ვარ“ - აქცია პარლამენტთან

მუშა, რომელიც ჯერ არ მომკვდარა, მე ვარ, – ამ გზავნილით შრომითი უსაფრთხოების მიმართულებით ქვეყანაში არსებული საკანონმდებლო ბაზის დახვეწას ითხოვენ პარლამენტთან.

საპროტესტო აქციას გაერთიანებული პროფკავშირების წარმომადგენლები და სხვადასხვა კომპანიაში დასაქმებული პირები მართავენ.

პარლამენტის კიბეებთან სიმბოლური აქციაც მოეწყო. მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების ჩაფხუტები დაალაგეს.

შრომის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შემუშავებულ პროექტს დღეს ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტი განიხილავდა, თუმცა, მთავრობის მოთხოვნით, განხილვა გადაიდო, რამაც უმრავლესობის ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია.

გვანცა გავაშელი გვერთვება თემის დეტალებით.