მურმან დუმბაძე ხულიგნობაში ბრალდებული რეზო წულუკიძის ძმის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას ითხოვს. მათი მტკიცებით, თორნიკე რიჟვაძის ოჯახი წინასაარჩევნოდ მხარდაჭერის სანაცვლოდ გათავისუფლებას დაპირდა. დუმბაძე ამბობს, რომ ეს წინასაარჩევნო სპეკულაციაა. „ქართული ოცნების“ ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები ბრალდებებს აბსურდულს უწოდებენ.