მუქარა სკოლის მოსწავლეზე

 მეხუთე კლასელ გოგონას მუქარის შემცველი წერილი დაუტოვეს. შემთხვევა გორის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლაში მოხდა. წერილი ათი წლის მოსწავლეს სკოლაში, მერხის ქვეშ დახვდა.

გოგონას თანხა მოთხოვეს, თუ კონკრეტულ დროში არ მიიტანდა, ოჯახის წევრის ფიზიკური ხელყოფით დაემუქრნენ. ფაქტს ადასტურებს რესურსცენტრი და სკოლაც. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება 151-ე მუხლით, რაც მუქარას გულისხმობს.