ზარი ევროკომისრისგან და ახალი პოლიტიკური სკანდალი.
ირაკლი კობახიძის განცხადების გამო მმართველი პარტია ევროკავშირის წარმომადგენლობისგან განმარტებებს ითხოვს. თუ პრემიერის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას დავეყრდნობით, ერთ-ერთმა ევროკომისარმა დღეს ის უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონზე ვეტოს დაძლევის შემთხვევაში ევროკავშირიდან მოსალოდნელ ზომებზე გააფრთხილა, გაფრთხილების კონტექსტში იყო მითითება სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრზე წინა კვირას მომხდარ თავდასხმაზე. ზარის ავტორის ვინაობა არ კონკრეტდება.
ოპონენტები ინფორმაციას არასერიოზულად მიიჩნევენ და ანტიდასავლური რიტორიკის გამო ხელისუფლებას მწვავედ აკრიტიკებენ. მომდევნო კვირას პროტესტის ახალი ტალღაა მოსალოდნელი. საერთაშორისო მოწოდებების მიუხედავად, „ქართული ოცნება“ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას აპირებს. დასავლელი პარტნიორების, ისევე როგორც ამერიკის სახელმწიფო მდივნის გუშინდელი გზავნილი შესაძლო სანქციებზე მმართველი გუნდის მხრიდან შანტაჟად და მუქარად იკითხება. საერთაშორისო ზეწოლის მიღმა ხელისუფლება გლობალური ომის პარტიის ინტერესს ხედავს, რომელიც საქართველოში მაიდნის მოვლენების გამეორებას და ქვეყნის ომში ჩართვას ცდილობს.