საზოგადოებრივი მაუწყებლის სპორტული დეპარტამენტის ხელმძღვანელი შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში გამოკითხვაზეა დაბარებული.
საქმე მუქარის შემცველ იმ კომენტარებს ეხება, რომლებიც სოციალურ ქსელში გიორგი ზურაბიშვილის სტატუსს მოჰყვა. ჟურნალისტი პირველი არხის ყოფილი თანამშრომლის მამუკა ბერძენიშვილისთვის შეფარდებულ 8 წლიან პატიმრობას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ არსებული რეპრესიული ნარკოპოლიტიკა სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს. ზურაბიშვილის ამ განცხადებას კი მუქარის შემცველი კომენტარები მოჰყვა.
შიანაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მუქარის ავტორების დასჯის მიზნით მზად არიან ყველა ზომა გაატარონ.
შეგახსენებთ, მამუკა ბერძენიშვილს 2 გრამამდე კლუბური ნარკოტიკის შეძენა-შენახვისთვის სასამართლომ 8 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.