რუსთაველის გამზირზე განვითარებულმა მოვლენებმა პოლარიზაცია კიდევ უფრო გააღრმავა.
ხელისუფლება 30 აპრილის ღამეს წინასწარ დაგეგმილ ძალადობრივ სცენარად აცხადებს. მმართველი გუნდი პოზიციებს ცალკეული ოპოზიციონერი ლიდერების და აქციის ორგანიზატორების განცხადებებითაც იმყარებს. ამ კონტექტსში განიხილება გიორგი ქადაგიძის გუშინდელი კომენტარიც. ისმის კონტრბრალდებები. ოპოზიცია მმართველ გუნდს საგარეო კურსის შეცვლაში ადანაშაულებს და საერთაშორისო სანქციებით ემუქრება. დაპირისპირება მხოლოდ მწვავე განცხადებებით და ბრალდებებით არ შემოიფარგლება. გუშინდელი მოვლენების შემდეგ გაისმა მუქარის შემცველი გზავნილები მაღალი თანამდებობის პირების და სამართალდამცავების და მათი ოჯახების მისამართით. ვრცელდება პირადი მონაცემებიც.