მუნიციპალიტეტების საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის მდგომარეობის შესწავლა

როგორია მოქალაქეთა ჩართულობა მუნიციპალიტეტების საქმიანობაში – პარლამენტში შექმნილი თემატური მოკვლევის ჯგუფი, მოკვლევაში მონაწილეობის სურვილის მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებთან და დარგის ექსპერტებთან მოსმენებს მართავს.

ზეპირი მოსმენების მიზანია, თემატური მოკვლევის ჯგუფმა და დაინტერესებულმა მხარეებმა, გაცვალონ საკუთარი მოსაზრებები მუნიციპალიტეტების საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის მიმართულებით არსებულ მდგომარეობაზე. თემატური მოკვლევის ჯგუფი იმედოვნებს, რომ აღნიშნული ზეპირი მოსმენები ხელს შეუწყობს გადაწყვეტილების მიმღებთა და ექსპერტებს შორის ეფექტიან კომუნიკაციას.