სამუშაო შეხვედრა

USAID-ის „ძლიერი სოფლის პროგრამის“ ორგანიზებით და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ადგილობრივი განვითარების თემაზე, მერების სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან მდებარე მუნიციპალიტეტების მერების კონფერენციის სამუშაო შეხვედრის მიზანი იყო პროგრამის პარტნიორ მუნიციპალიტეტებში საშუალოვადიანი ადგილობრივი განვითარების დაგეგმვის პროცესის განხილვა და სამომავლო ღონისძიებებზე შეთანხმება. შეხვედრაზე განიხილეს ადგილობრივი საშუალო ვადიანი განვითარების სტრატეგიის დოკუმენტების შემუშავების პროცესი, მუნიციპალური ინფრასტრუქტურული პროექტების გამოვლენისა და განხორციელების ეტაპზე არსებული გამოწვევები, ადგილობრივი განვითარებისთვის დამატებითი რესურსების მოძიებისა და კერძო-საჯარო პარტნიორობის კარგი პრაქტიკის დანერგვის შესაძლებლობები. შეხვედრის მონაწილეებმა ასევე ისაუბრეს სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში მიმდინარე რეფორმაზე, ახალ კანონსა და მის მნიშვნელობაზე ადგილობრივი შესაძლებლობების განვითარებისთვის.