გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუჟავაში უკანონო ლენტური ტიპის სახერხი საამქრო გამოავლინეს.
საამქროს სამუშაო ეზოში განთავსებული იყო 22 ერთეული უკანონოდ მოპოვებული წიწვოვანი სახეობის მორი და 26 კუბური მეტრის წიწვოვანი სახეობის ფიცარი.
სახერხი საამქრო, მორები და პირველადი გადამუშავების პროდუქტი დაილუქა.
მომხდარზე მიმდინარეობს სამართალწარმოება.