იარაღით მიყენებული ჭრილობის შედეგად დაღუპული ჯარისკაცის ოჯახი გამოძიების მიმართულების შეცვლას ითხოვს - რას აცხადებს ადვოკატი

გარდაცვლილი ჯარისკაცის ოჯახის სარჩელი. წალენჯიხის რაიონის სოფელ მუჟავაში, აფხაზეთის ე.წ. საზღვართან ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობის შედეგად დაღუპული წვევამდელის ოჯახი გამოძიების სხვა მიმართულებით დაწყებას მოითხოვს.

ადვოკატის ინფორმაციით, აღნიშნულ საქმეში რამდენიმე ურთიერთსაწინააღმდეგო გარემოება იკვეთება. მისი მტკიცებით, მასალების ანალიზის საფუძველზე, აღნიშნულ საქმეში ბევრად მძიმე დანაშაული უფრო მეტი ადამიანის მონაწილეობით იკვეთება.

შემთხვევა მიმდინარე წლის 26 ოქტომბერს მოხდა.