მთაწმინდის რაიონში, თარხნიშვილის ქუჩაზე, საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა

მთაწმინდის რაიონში, თარხნიშვილის ქუჩაზე, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება დასრულდა. გზის სარეაბილიტაციო სამუშაო 2 300 კვადრატულ მეტრ ფართობზე ჩატარდა – დაიგო ასფალტის ახალი საფარი და კეთილმოეწყო ტროტუარები.

თარხნიშვილის ქუჩის რეაბილიტაციისთვის გამგეობამ ბიუჯეტიდან 84  700 ლარი გამოყო. სამუშაოები კონტრაქტორმა კომპანიამ შეასრულა.

გზის რეაბილიტაციის დასრულების პროცესს მთაწმინდის რაიონის გამგებელი, დავით კირკიტაძე ესწრებოდა.