მთაწმინდაზე კლდე ჩამოინგრა

მთაწმინდის მოსახლეობა ჭონქაძისა და ყიფიანის ქუჩების კვეთაზე მშენებლობის ადგილას კლდის ჩამოშლის შესახებ საუბრობს.

მათი განცხადებით, შემთხვევა წუხელ, იმ ადგილას მოხდა, სადაც კლდე 31 მაისსაც ჩამოინგრა. თუმცა ფაქტს უარყოფს თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახური.

აღნიშნულ ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობა 2017 წლის ბოლოს დაიწყო და 31 მაისს კლდის ფრაგმენტის ჩამონგრევის შემდეგ შეჩერდა. კომპანია მომხდარის გამო 30 ათასი ლარით დაჯარიმდა და როგორც მისი წარმომადგენელი აცხადებს, მშენებლობა ამ დრომდე არ განახლებულა.

საპირისპიროს ამტკიცებენ მიმდებარე ტერიტორიის მცხოვრებნი.