მიმდინარე კვირაში მეათე მოწვევის პარლამენტი ახალ მთავრობას დაამტკიცებს.
დილიდან პარლამენტში საკომიტეტო მოსმენები მიმდინარეობს. ამ წუთებში გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე ეკონომიკური პროფილის მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ. ნდობის მისაღებად, მინისტრთა კაბინეტს 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. ამასთან, არ არის გამორიცხული, მთავრობაში სტრუქტურული ცვლილებაც განხორციელდეს.