ავარიული კორპუსების ჩანაცვლების ფარგლებში, თბილისის მერია ახალი კორპუსების აშენებას მოსკოვის პროსპექტზე და დიღმის მასივში გეგმავს. ამის შესახებ თბილისის მერმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. კახა კალაძის განმარტებით, ბინებს კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული პირებიც მიიღებენ.