მთავრობის სხდომა თბილისის მერიაში - რა სახის საკანონმდებლო ცვლილებები გადაეგზავნება პარლამენტს
თბილისის მერიაში მთავრობის სხდომა დასრულდა. სხდომაზე რამდენიმე სიახლის შესახებ გახდა ცნობილი, საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, რომელიც მალე პარლამენტს გადაეგზავნება, მკაცრდება კონტროლი ზედამხედველობის და მონიტორინგის კუთხით, საუბარია დედაქალაქის იერსახის დამახინჯებაზე, თბილისის ტერიტორიის დაზიანებაზე სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების წარმოებისას, გარევაჭრობასა და გარერეკლამის განთავსებაზე, ნებართვის გარეშე.
მერია პარლამენტში კიდევ ერთ კანონპროექტს აგზავნის, რომელიც ითვალისწინებს ჯარიმების გაზრდას წარწერებზე, ქართული ანბანის არგამოყენებაზე, ცვლილება 1-ელი აპრილიდან შევა ძალაში.
დღეს მთავრობის სხდომაზე მერმა “ღამის ეკონომიკის” განვითარების პროექტზეც ისაუბრა, რომელსაც სერგი გვარჯალაძე უხელმძღვანელებს.