მთავრობის სხდომა

არჩევნებამდე ორი დღით ადრე წინასაარჩევნო გარემო შეაფასა და მოახლოებული არჩევნების მნიშვნელობაზე დღეს პრემიერმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, 26 ოქტომბერს საქართველოში ტარდება პრინციპული არჩევნები. პრემიერმა ასევე განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და წარმატებები უსურვა ახალ მინისტრებს, რომლებიც მთავრობის სხდომას დღეს პირველად დაესწრნენ.