მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ტრანსპორტისა და ლოგისტიკის ეროვნული სტრატეგია და მისი 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმა დამტკიცდა. აღინიშნა, რომ სატვირთო გადაზიდვების ხელშეწყობასთან ერთად, პრიორიტეტული საკითხია სამგზავრო გადაყვანების განვითარება. დოკუმენტი მოიცავს გრძელვადიან ხედვას, მიზნებსა და ამოცანებს საქართველოს, როგორც რეგიონულ სატრანსპორტო და ლოგისტიკურ ჰაბად ჩამოყალიბების ხელშესაწყობად. აქცენტი გაკეთდა, რომ სატრანსპორტო ქსელის გაუმჯობესება, სატრანსპორტო მომსახურებისა და უსაფრთხოების დონის ამაღლება მნიშვნელოვანია მობილობის საჭიროებების დაკმაყოფილებისა და საქართველოს ტურისტული პოტენციალის გაძლიერებისთვის.
სტრატეგია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობით მოამზადა.