კორონავირუსის 1 177 ახალი შემთხვევა და 26 გარდაცვლილი – ასეთია გასული დღე-ღამის მონაცემი. გამოჯანმრთელდა 837 პაციენტი. ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება იყო ერთ-ერთი საკითხი, რაზეც დღევანდელ მთავრობის სხდომაზე იმსჯელეს.
მინისტრთა კაბინეტის წევრებმა განიხილეს ვაქცინაციის საკითხიც.