პრემიერ-მინისტრის მიერ გაჟღერებულ ინიციატივაზე – არასამთავრობო ორგანიზაციები ბიუჯეტიდან დაფინანსდნენ, კეთდება პოლიტიკური შეფასებები.
„გამჭვირვალობის შესახებ“ სადავო კანონის გაგრძელებად მიიჩნევენ პრემიერის ინიციატივას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში. ნონა ქურდოვანიძის, ორგანიზაციის ხელმძღვანელის თქმით, სერვისის მიწოდებაზე მომუშავე გარკვეული ორგანიზაციები სახელმწიფო დაფინანსებას იღებენ და მას იმედი აქვს, რომ ეს მომავალშიც გაგრძელდება. ამასთან ერთად, ის მიიჩნევს, რომ კრიტიკულ ორგანიზაციებს ხელისუფლება დაფინანსებას არ მისცემს.
მთავრობის გადაწყვეტილება – პრემიერის განცხადება