ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის დაფუძნდება საგრანტო პროგრამა, რომელიც საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება, – ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერმა – განაცხადა. მისივე თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ რეესტრში 450-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია დარეგისტრირდა, თუმცა პროცესი „ენჯეოებისა“ და ცალკეული უცხოური დონორი ორგანიზაციების მხრიდან ზეწოლისა და შანტაჟის ფონზე წარიმართებოდა, რის გამოც მთავრობამ საგრანტო პროგრამის შემუშავების გადაწყვეტილება მიიღო. ირაკლი კობახიძის განცხადებით, საგრანტო ფონდის გამართული მუშაობისთვის აუცილებელი ინსტიტუციური და ფინანსური საფუძვლები უახლოესი ორი თვის განმავლობაში მომზადდება, ხოლო პირველი საგრანტო პროექტები 2025 წლის იანვრიდან დაფინანსდება.