ახალი მთავრობის დამტკიცების პროცედურა, სავარაუდოდ, ხმაურიანი იქნება.
ოპოზიცია ყველა განხილვაში მონაწილეობას და კითხვების დასმას გეგმავს. შესაბამისად, მომავალ კვირას პარლამენტი მთავარი პოლიტიკური მოვლენების ცენტრი იქნება. ოპონენტებს პრემიერობის კანდიდატთან და უკვე ყოფილ კოლეგასთან კითხვები ძირითადად ოკუპირებულ რეგიონებზე, დეოკუპაციაზე და რუსეთთან ურთიერთობაზე ექნებათ. ოპოზიციის ნაწილს ასევე აინტერესებს, როგორ ესახება მომავალ პრემიერ-მინისტრს ევროკომისიის ცხრა პუნქტიდან იმ რეკომენდაციების შესრულება, რომლებზეც პასუხისმგებელი მთავრობაა. ირაკლი კობახიძე „ქართული ოცნების“ პრემიერობის უკვე მეექვსე კანდიდატია. ფასადური ცვლილების არგუმენტით ოპოზიციური ფლანგი განახლებული მინისტრთა კაბინეტის მხარდაჭერას არ აპირებს.