პრემიერის ანგარიშის დიდი ნაწილი ეკონომიკურ რეფორმებს ეხება.
მთავრობის პრიორიტეტებს შორისაა ჭარბვალიანობასთან ბრძოლა, ინფრასტრუქტურული პროექტები, ინვესტიციების მოზიდვის გეგმა და საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს მაჩვენებლების გაუმჯობესება.
განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ეკონომიკური მოდელის შეცვლაზე და ეკონომიკის ზრდის ინკლუზიურობაზე, რათა ის ყველა მოქალაქის ჯიბეზე აისახოს.
სფეროს ექსპერტები ეკონომიკის პრობლემური საკითხების გადასაჭრელად მომზადებულ სტრატეგიას პოზიტიურად აფასებენ.