საწვავის მაღალი ფასი – პრობლემა, რომელიც მოქალაქეებს მძიმე ტვირთად აწევთ.
რატომ არ იკლებს ქვეყანაში ბენზინის ფასი – ბაზარზე ჩატარებული მონიტორინგის შემდეგ მთავრობის ეკონომიკური გუნდი კონკურენციის სააგენტოსთან საწვავის იმპორტიორებთან შეხვედრებს იწყებს. შესაბამისი დავალება მინისტრებმა პრემიერისგან მიიღეს. ირკვევა, რომ კონკურენციის სააგენტოს ბაზრის მოკვლევის შემდეგ კითხვები და ეჭვები გაუჩნდა, რის გადამოწმებასაც ახლა თავად საწვავის შემომტანებთან აპირებს. მთავარი კითხვაა, რატომ არ აისახება ლარის გამყარება და საერთაშორისო ბაზარზე საწვავის ფასის შედარებით დასტაბილურება საქართველოზე.