მთავრობა ანაზღაურებადი სტაჟირების კონცეფციაზე მუშაობს

მთავრობა ანაზღაურებადი სტაჟირების კონცეფციაზე მუშაობს – უახლოეს დღეებში დავიწყებთ კონსულტაციებს სტუდენტებთან, ახალგაზრდებთან, რომ სტუდენტების, კურსდამთავრებულების ანაზღაურებადი სტაჟირების კონცეფციას მივცეთ საბოლოო სახე და სისტემამ მაქსიმალურად ეფექტიანად იმოქმედოს. ეს კიდევ ერთი განცხადებაა, რომელიც პრემიერმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

ირაკლი კობახიძემ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს პირველადი კონცეფციის მომზადებისთვის მადლობა გადაუხადა. განათლების მინისტრის განცხადებით, სამაგისტრო და საბაკალავრო პროგრამის გარკვეულ მიმართულებაზე თეორიული სწავლება ელექტრონულადაც იქნება შესაძლებელი.