მთავარი პროკურორობისთვის ბრძოლას სამი კანდიდატი აგრძელებს.
თეა წულუკიანის ნაცვლად 18-დან სამი კანდიდატურა იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა შეარჩია, ახლა პროცესი საპროკურორო საბჭოში ინაცვლებს. სწორედ 15-კაციანმა საბჭომ უნდა გააკეთოს არჩევანი მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ შალვა თადუმაძეს, ყოფილ დეპუტატ შალვა შავგულიძესა და პროფესორ ნინო გოგნიაშვილს შორის და ერთ-ერთის კანდიდატურა მთავრობას წარუდგინოს.
საბჭო, რომელსაც იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს, პროკურორებით და საპარლამენტო უმრავლესობის, უმცირესობის, არასამთავრობო ორგანიზაციების და სახალხო დამცველის წარმომადგენლებითაა დაკომპლექტებული. შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად მთავარი პროკურორობის კანდიდატს საბჭოს მინიმუმ 10 წევრის ხმა სჭირდება.