დღეიდან მთავარი პროკურორის კანდიდატურებზე კონსულტაციები იწყება.
პარლამენტის ვიცე-სპიკერის განმარტებით, მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესი კანონის სრული დაცვით მოხდება.
თამარ ჩუგოშვილის თქმით, კანონი ითვალისწინებს საზოგადოების ჩართულობას პროცესში, თუმცა გადამწყვეტი როლი იუსტიციის სამინისტროს აქვს.
ამ დროისთვის ცნობილია, რომ კანდიდატად საპარლამენტო უმცირესობა შალვა შავგულიძეს, არასამთავრობო სექტორის ნაწილი კი, ანა დოლიძეს განიხილავს.