ხორავას ქუჩის საქმეზე გამოტანილი განაჩენი მთავარ პროკურორს თანამდებობიდან წასვლის ფასად დაუჯდა. ირაკლი შოთაძე გადადგა. საგამოძიებო უწყების უკვე ყოფილი ხელმძღვანელი ჩატარებულ გამოძიებაზე სრულ პასუხისმგებლობას იღებს და დარწმუნებულია, რომ საქმეზე მართლმსაჯულება აღსრულდება.
სწორედ მთავარი პროკურატურა იყო ის ადგილი, სადაც საქალაქო სასამართლოს დღევანდელი განაჩენის შემდეგ საპროტესტო გამოსვლა დაიწყო.
ექვსი თვის შემდეგ, არასრულწლოვნების მკვლელობების საქმეზე პროკურატურა ხელახალი გამოძიების ჩატარებას აპირებს. პროცესში უცხოეთიდან მოწვეული იურისტებიც ჩაერთვებიან.
გეგმაშია ექსპერტიზის თავიდან ჩატარებაც, რის გამოც საგამოძიებო მასალები შვეიცარიაში გაიგზავნება.