წყალდიდობა ბერლინის ცენტრში, გადაკეტილი ქუჩები და მიმოფანტული ასეულობით თევზი – გერმანიის დედაქალაქში მსოფლიოს ყველაზე დიდი აკვარიუმი აფეთქდა.
სასტუმრო რედისონში 19 წლის წინ გახსნილი 14-მეტრიანი ღირსშესანიშნაობის ნამსხვრევებად ქცევის შემდეგ სასტუმროში ევაკუაცია გამოცხადდა. სამართალდამცავები ორი წლის წინ რესტავრირებული აკვარიუმის გასკდომის მიზეზის დადგენას ამ დრომდე ცდილობენ.