მასშტაბური დემონსტრაციები, ბრექსითის გაჭიანურებული პროცესი, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი, – ეს ყველაზე ხმაურიანი გლობალური პოლიტიკური მოვლენებია, რომლებმაც 2019 წელს მსოფლიო მედიისა და საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება მიიპყრო.
საფრანგეთი, ჩეხეთი, პოლონეთი, ესპანეთი, ჰონკონგი, ინდოეთი, ერაყი, ირანი, ლიბანი, ალჟირი, ჩილე, ეკვადორი და ბოლივია – ეს იმ ქვეყნების არასრული ჩამონათვალია, სადაც წლის განმავლობაში მასობრივი დემონსტრაციები იმართებოდა. 2020 წლის დასაწყისში კი მსოფლიოს ორი უმნიშვნელოვანესი მოვლენა ელოდება – სენატმა დონალდ ტრამპის პრეზიდენტის თანამდებობაზე დარჩენასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, დიდმა ბრიტანეთმა კი 31 იანვარს ევროკავშირი უნდა დატოვოს.
თუმცა, სანამ მომავალ წელს დაგეგმილი მოვლენების თვითმხილველები გავხდებით, ქეთი ჩოხელი გაგვახსენებს, რითი იყო გამორჩეული 2019 წელი მსოფლიოსთვის.