ორ დღეში საქართველო ათეულობით ქვეყნის ტურიზმის სფეროს წამომადგენელთა ყურადღების ცენტრში მოექცევა.
ჩვენი ქვეყანა მსოფლიო ტურიზმის დღის აღსანიშნავ ღონისძიებას პირველად უმასპინძლებს. შესაბამისი უფლება საქართველომ შარშან ბულგარეთში მოიპოვა. მასშტაბურ ღონისძიებას და მრავალფეროვან პროგრამას გავლენიანი საერთაშორისო მედია-საშუალებების წარმომადგენლები გააშუქებენ, რომლებიც უკვე საქართველოში იმყოფებიან. ცნობილი გამოცემების მკითხველები მალე ჩვენი ქვეყნის ტურისტულ პოტენციალზე და ტურისტულ ღირსშესანიშნაობებზე მომზადებულ მასალებს გაეცნობიან.