5 მაისს, 15 საათზე კახეთში, ლოპოტას გადასახვევიდან, კავკასიონის ქედის გასწვრივ უკვე მეექვსედ გაიმართება მსოფლიო რბენა, ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო ღონისძიება მსოფლიო სპორტის ისტორიაში .
საქველმოქმედო ღონისძიება საქართველოს მთავრობის სრული დაფინანსებით და მხარდაჭერით იმართება. მისი ორგანიზატორები არიან: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ფედერაცია „სპორტი ყველასათვის,“ კომპანია „რედ ბულის“ საორგანიზაციო კომიტეტი.
„მსოფლიო რბენისთვის“ რეგისტრაცია 30 იანვარს დაიწყება. სპეციალურად ამ დღისთვის თბილისს „მსოფლიო რბენის“ სპორტული დირექტორი კოლინ ჯექსონი ეწვია.